აბრეშუმის გზის კონფერენცია

მეცნიერება და კვლევა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

აბრეშუმის გზის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ გლობალიზაცია: ტენდენციები და პერსპექტივები“

ორგანიზატორი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

თარიღი: ოქტომბერი 11-12, 2019

ჩატარების ადგილი: თბილისი, საქართველო (რესპუბლიკა)

აბრეშუმის გზის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება 2019 წლის 11-12 ოქტომბერს. კონფერენციაში გაერთიანებული იქნებიან პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და ისტორიის სფეროს წარმომადგენლები, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღი გარემოს შექმნას გლობალიზებულ სამყაროში არსებული პრაქტიკის, გამოწვევების და შესაძლებლობების განხილვისათვის.

კონფერენცია მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს განიხილონ მნიშვნელოვანი გლობალური და რეგიონალური ღონისძიებები და აქტუალური პრობლემები.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მონაწილეებს.

მონაწილეობის მსრუველები უნდა ფლობდნენ მინიმუმ მაგისტრის ხარისხს.

თემები

1. ბიზნესი

  • ა. ბიზნესი
  • ბ. მარკეტინგი
  • გ. ფინანსები
  • დ. ბუღალტერია და აუდიტი
  • ე. ტურიზმი

2. ტექნოლოგიები

  • a. სიგნალის დამუშავება და ანალიზი
  • b. გამოთვლა და დამუშავება
  • c. კომუნიკაცია, ქსელები, უსაფრთხოება და მაუწყებლობა
  • d. ძალა, ენერგია და ინდუსტრიული აპლიკაცია
  • e. საინფორმაციო სისტემა და მულტიმედია

3. პოლიტიკა

  • ა.  ჟურნალისტიკა: ადამიანის უფლებები და მედია; საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თემატიკა ქართულ მედიაში; პრორუსული პროპაგანდა ქართულ მედიაში; ყალბი ინფორმაციის გავრცელების ხერხები
  • ბ.  ეკონომიკა: ახალი ტენდენციები გლობალურ ეკონომიკაში; ეკონომიკის, რეგიონების, ფილიალების, ინდუსტრიების და საწარმოების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორები; ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა; ადამიანური კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა, დასაქმების პრობლემა, საერთაშორისო მიგრაცია, ემიგრაციის საკითხები, საპენსიო სისტემა სხვადასხვა ქვეყნებში, ვალუტის დევალვაცია.
  • გ.  საერთაშორისო ურთიერთობები: უსაფრთხოების ჰიბრიდული გამოწვევები და ომის ტრანსფორმაცია; ევროპეიზაცია: საგარეო განზომილება; გლობალიზაცია vs ფრაგმენტაცია? ადგილობრივი დაპირისპირებები და გლობალური გამოწვევები; აღმავლობის პერიოდში მყოფი ძალები და თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გამოწვევები; სამხრეთ კავკასია: შიდა მოვლენების განვითარება და საგარეო აქტორები.
  • დ.  საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა: საჯარო სექტორის რეფორმირება: საერთაშორისო გამოცდილება და არსებული გამოწვევები; ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP); სამოქალაქო ჩართულობა საჯარო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (კავკასიაში); პოლიტიკური სისტემა: საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობების განვითარების ტენდენციები; პარტიული პოლიტიკა: პოლიტიკური პარტიების ბუნება და პარტიული სისტემები; საარჩევნო სისტემები, ამომრჩევლის ქცევა და პოლიტიკური კომუნიკაცია; პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური მონაწილეობა, აქტივიზმი და სოციალური მოძრაობები.

4. სამართალი

  • ა. შრომითი და სამომხმარებლო რეგულაციები, მათი გავლენა ეკონომიკის ზრდაზე
  • ბ. სამართლებრივი ტენდენციები მომხმარებელთა დაცვის სფეროში
  • გ. ფინანსური ბაზრების რეგულაციების სამართლებრივი ასპექტები
  • დ. განვითარების პერსპექტივები
  • ე. საკრედიტო რეგულირების სისტემები
  • ვ. საბაჟო საგადასახადო სისტემები
  • ზ. კორპორაციული მართვის რეგულირების პერსპექტივები
  • თ. სამართლებრივი საკითხები სადაზღვევო სფეროში 
  • ი. სამუშაო საათების რეგულირების სისტემები
  • კ. ბიზნესის კეთების სამართლებრივი მექანიზმები
  • ლ. ტურ-პაკეტების რეგულირების რეფორმის პერსპექტივა

5. ისტორია

  • ა. იმპერიალიზმიდან გლობალიზაციამდე (იმპერია, იმპერიალიზმი და გლობალიზაცია)
  • ბ. საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე; მიგრაცია, კოლონიზაცია და დეკოლონიზაცია
  • გ. ადამიანის უფლებები, კულტურული მრავალფეროვნება და გლობალიზაცია
  • დარეგისტრირდით ონლაინ.
  • გამოაგზავნეთ აბსტრაქტი 2019 წლის 23 აგვისტომდე.
  • შერჩევის შემთხვევაში, გამოაგზავნეთ ნაშრომის სრული ვერსია 2019 წლის 13 სექტემბრამდე.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტი უნდა გადმოაგზავნონ ინგლისურ ან ქართულ ენაზე ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების მიხედვით:

  • არა უმეტეს 300 სიტყვისა.
  • ინგლისური: MS Word (A4 ფორმატი, Times New Roman, ფონტის ზომა 12).
  • ქართული: MS Word (A4 ფორმატი, Sylfaen, ფონტის ზომა11).
  • სათაური (არა უმეტეს 15 სიტყვისა).
  • აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: სათაური, ავტორის სრული სახელი, სამუშაო ადგილი, ელ.ფოსტა.
  • აბსტრაქტში მითითებული უნდა იყოს საკვანძო სიტყვები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომის სრული ვერსია უნდა გადმოაგზავნონ ინგლისურ ან ქართულ ენაზე ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების მიხედვით:

  • არა უმეტეს 3000 სიტყვისა (ცხრილებისა და გამოყენებული ლიტერატურის ჩათვლით).
  • English: MS Word (A4 format, Times New Roman, font size 12).
  • MS Word (Sylfaen, ფონტის ზომა 11).
  • სათაური (არა უმეტეს 15 სიტყვისა).
  • ციტატები და გამოყენებული ლიტერატურა მომზადებული უნდა იყოს APA6 სტილით.
  • ქართულენოვან ნაშრომს უნდა ახლდეს აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  • ნაშრომი უნდა შეიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: შესავალი, ლიტერატურული მიმოხილვა, მეთოდოლოგია, შედეგები, დასკვნა, გამოყენებული ლიტერატურა.
  • ნაშრომს უნდა ახლდეს აბსტრაქტი.

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი აბსტრაქტი ამ გვერდზე არსებული რეგისტრაციის ველიდან, ხოლო ნაშრომის სრული ვერსია (ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Word - ის ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე - silkroad@ibsu.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - SR2019. ავტორებს შედეგები ეცნობებათ ასბტრაქტის წარდგენიდან 2-3 კვირის განმავლობაში..

  • საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს ბევრ ქვეყანასთან. ამის მიუხედავად, გთხოვთ, კონკრეტული სავიზო მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს - www.evisa.gov.ge..
  • მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა წინასწარ ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ ადგილები.
  • აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო ვადა - 23 აგვისტო, 2019 წ.
  • ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა - 13 სექტემბერი, 2019 წ.
  • კონფერენციის თარიღი - 11-12 ოქტომბერი, 2019 წ.

საფასური

რეგისტრაციის ღირებულება საერთაშორისო მონაწილეებისათვის შეადგენს $50-ს, ხოლო ადგილობრივი მონაწილეებისათვის 50 ლარს. გთხოვთ, ღირებულება გადმორიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომერზე GE36TB7545136020100001.გადარიცხვის დროს მიუთითეთ "SR2019 - სახელი, გვარი" და გადარიცხვის ქვითარი pdf ფორმატით გადმოაგზავნეთ კონფერენციის ელ.ფოსტაზე silkroad@ibsu.edu.ge

კონტაქტი

ელ-ფოსტა: silkroad@ibsu.edu.ge