HALC CONFERENCE

მეცნიერება და კვლევა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მე-4 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“

ორგანიზატორი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

თარიღი: სექტემბერი 27-28, 2019

ჩატარების ადგილი: თბილისი, საქართველო (რესპუბლიკა)

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ატარებს მე-4 საერთაშორისო კონფერენციას მე-4 საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“.

კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს და პოლიტიკოსებს შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ კავკასიის ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის სფეროებში არსებული საკითხების განხილვაში,  რეალური გამოწვევების დაძლევაში, პროფესიულ განვითარებაში, მოსაზრებების გაზიარებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და მათ შესწავლაში.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მონაწილეებს.

მონაწილეობის მსურველები უნდა ფლობდნენ მინიმუმ მაგისტრის ხარისხს.

აბსტრაქტის გადმოგზავნა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ენაზე ან რუსულ ენაზე.

Partners

Themes

1. ისტორია

  • ისტორიის თეორია; ისტორიოგრაფია
  • ეკონომიკის ისტორია, ვაჭრობა და მუშაობა
  • კულტურათაშორისი დიალოგის ისტორია, ქალაქები და მოგზაურობა
  • პოლიტიკის ისტორია
  • ემოციების, ჩვევების, ცხოვრების სტილის ისტორია
  • იდეოლოგიის ისტორია, რწმენა და პრეზენტაცია

2. ხელოვნება

  • ხელოვნების ისტორია
  • კლასიკური ხელოვნება
  • თანამედროვე ხელოვნება
  • ვიზუალური ხელოვნება
  • ლიტერატურული ხელოვნება
  • პერფონმანსის ხელოვნება
  • ხელოვნების კრიტიკა

3. ლიტერატურა

  • კლასიკური ლიტერატურა
  • თანამედროვე ლიტერატურა
  • შედარებითი ლიტერატურა
  • საბავშვო ლიტერატურა
  • ლიტერატურული თეორიები
  • პოეზია და პროზა
  • დრამატურგია

4. კულტურა

  • კულტურის კვლევები
  • კულტურული მემკვიდრეობა სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში; მითოლოგია და უძველესი კულტურები
  • მულტიკულტურალიზმი; კულტურული ცვლილებები; მასობრივი კულტურა; კულტურული ანთროპოლოგია
  • კულტურული მრეწველობა; პოპულარული კულტურა; კულტურული მრავალფეროვნება; კულტურული შოკი; კულტურული ასიმილაცია; კულტურული კონფლიქტების მოგვარება; კულტურათაშორისი კომუნიკაციები; ფოლკლორი
  • კულტურული ტურიზმი
  • დარეგისტრირდით ონლაინ.
  • გამოაგზავნეთ აბსტრაქტი 2019 წლის 9 აგვისტომდე.
  • შერჩევის შემთხვევაში, გამოაგზავნეთ ნაშრომის სრული ვერსია 2019 წლის 30 აგვისტომდე.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტი უნდა გადმოაგზავნონ ინგლისურ ან ქართულ ენაზე ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების მიხედვით:

  • არა უმეტეს 300 სიტყვისა.
  • ინგლისური: MS Word (A4 ფორმატი, Times New Roman, ფონტის ზომა 12).
  • ქართული: MS Word (A4 ფორმატი, Sylfaen, ფონტის ზომა11).
  • სათაური (არა უმეტეს 15 სიტყვისა)
  • აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: სათაური, ავტორის სრული სახელი, სამუშაო ადგილი, ელ.ფოსტა.
  • აბსტრაქტში მითითებული უნდა იყოს საკვანძო სიტყვები

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი აბსტრაქტი ამ გვერდზე არსებული რეგისტრაციის ველიდან, ხოლო ნაშრომის სრული ვერსია (ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Word - ის ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე - halc@ibsu.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - HALC2019. ავტორებს შედეგები ეცნობებათ ასბტრაქტის წარდგენიდან 2-3 კვირის განმავლობაში..

  • საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს ბევრ ქვეყანასთან. ამის მიუხედავად, გთხოვთ, კონკრეტული სავიზო მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს - www.evisa.gov.ge..
  • მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა წინასწარ ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ ადგილები.
  • აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო ვადა - 9 აგვისტო, 2019 წ.
  • ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა - 30 აგვისტო, 2019 წ.
  • კონფერენციის თარიღი - 27-28 სექტემბერი, 2019 წ.

საფასური

სტატიის რეგისტრაციის ღირებულება საერთაშორისო მონაწილეებისათვის არის $30 ხოლო ადგილობრივი მონაწილეებისათვის GEL30. მეორე სტატიის რეგისტრაციის ღირებულება საერთაშორისო მონაწილეებისათვის არის $20 ხოლო ადგილობრივი მონაწილეებისათვის 20 GEL. რეგისტრაცია უფასოა იბსუ-ს თანამშრომლებისათვის. გთხოვთ, ღირებულება გადმორიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომერზე GE36TB7545136020100001.გადარიცხვის დროს მიუთითეთ "HALC2019 - სახელი, გვარი" და გადარიცხვის ქვითარი pdf ფორმატით გადმოაგზავნეთ კონფერენციის ელ.ფოსტაზე halc@ibsu.edu.ge

კონტაქტი

ელ-ფოსტა: halc@ibsu.edu.ge