მე-4 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“
ორგანიზატორი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
თარიღი: სექტემბერი 27-28, 2019
ჩატარების ადგილი: თბილისი, საქართველო (რესპუბლიკა)
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ატარებს მე-4 საერთაშორისო კონფერენციას მე-4 საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“.
კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს და პოლიტიკოსებს შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ კავკასიის ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის სფეროებში არსებული საკითხების განხილვაში, რეალური გამოწვევების დაძლევაში, პროფესიულ განვითარებაში, მოსაზრებების გაზიარებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და მათ შესწავლაში.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მონაწილეებს.
მონაწილეობის მსურველები უნდა ფლობდნენ მინიმუმ მაგისტრის ხარისხს.
აბსტრაქტის გადმოგზავნა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ ენაზე ან რუსულ ენაზე.