Blog - Blog Title

SCIENCE AND RESEARCH - International Black Sea University

2019 წლის 7 მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ცენტრის ორგანიზებით, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, ელიზაბედ რუდი ესწრებოდა და დამსწრე საზოგადოებას პირადად მიულოცა საერთაშორისო დღესასწაული. საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა ქალთა როლისა და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე. ,,მოხარული ვარ, რომ ჩვენს საყვარელ უნივერსიტეტში აღვნიშნავთ ამ დღეს. ეს არის დღესასწაული, როდესაც მეტად ფიქრობენ ქალების დაფასებაზე, ჩუქნიან ყვავილებს, ბარათებს, თუმცა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ქალებს კვლავ უწევთ ბრძოლა სამართლიანობისთვის, გენდერული თანასწორობისთვის და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს პრობლემა ამერიკაშიც მწვავედ დგას’’ - განაცხადა ელიზაბედ რუდმა. სიტყვის დასასრულს, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ერთად დგომით ის მწვავე პრობლემები, რასაც დღეს ქალთა უმეტესობა აწყდება, მალე აღმოიფხვრება: ,,თანადგომის გარეშე ჩვენ ვერაფერს შევძლებთ. ვიმედოვნებ, რომ ერთსულოვნებით მაგალითს ავიღებთ იმ ძლიერი ქალებისგან, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ქალთა უფლებების დაცვასა და შენარჩუნებაში’’.