Blog - Blog Title

SCIENCE AND RESEARCH - International Black Sea University

2019 წლის 5 მარტს ფულბრაიტის ამერიკელი პროფესორი მისტი ბროდია ეწვია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებს ლექციაზე „ამერიკელ ქალთა საკითხების შესწავლა“, რომლის ფარგლებშიც ერთი საათი დაეთმო სტუმრის მიერ ჩატარებულ პრეზენტაციას, რომელიც ეხებოდა 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებულ კამპანიას “Me Too”. ლექციის ბოლოს კურსის პროფესორმა თამარ შიოშვილმა ისაუბრა საგნის „ამერიკელ ქალთა საკითხების შესწავლა“ მნიშვნელობაზე, რომელიც დასავლეთის უნივერსიტეტებში პოპულარულია, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, როგორც ერთ-ერთი სეგმენტი ქართული დემოკრატიის განვითარების პროცესში.