Blog - Blog Title

SCIENCE AND RESEARCH - International Black Sea University

2019 წლის 29 იანვარს გაიმართა წიგნის „განათლების თანამედროვე ტენდენციები საქართველოში“ პრეზენტაცია. წიგნი ეფუძნება INTERC 2018 (ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია)  საკონფერენციო მასალებს. 

პრეზენტაციის მსვლელობის დროს გამოცემის რედაქტორმა, პროფესორმა ნათელა დოღონაძემ, ისაუბრა კვლევაში და მისი შედეგების პუბლიკაციაში  ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვის მნიშვნელობის შესახებ. ავტორებმა - სტუდენტ-მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა - წარადგინეს საკუთარი ნაშრომები.

წიგნს ჰყავს ორი საერთაშორისო რეცენზენტი - პროფესორი იაროსლავ კრაიკა პოლონეთიდან (მარი კიური-სკლოდევსკაიას უნივერსიტეტი) და დოქტორი ჯონ სმედსი ფინეთიდან (ტურკუს უნივერსიტეტიდან).

წიგნი დაიბეჭდა გერმანულ გამომცემლობაში „ლამბერტ აქადემიქ ფაბლისჰერს.“