კულტურათაშორისი დიალოგი

შზსუ არის მყუდრო სახლი საერთაშორისო სტუდენტებისათვის, მათი კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენის მხრივ. კულტურათაშორისი ფესტივალი მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურების გაცნობას. მულტიკულტურული ღონისძიებებით სტუდენტები ეცნობიან ერთმანეთის კულტურულ ასპექტებს, სამზარეულოებს, ფოლკლორს, ცეკვებს, მუსიკასა და ა.შ. ასეთი სახის ღონისძიებები ხელსუწყობს სხვადასხვა კულტურების წარმომადგენლებს შორის ურთიერთგაგების, დიალოგის, პატივისცემისა და სიყვარულის დამკვიდრებას. სტუმრები აგემოვნებენ საერთაშორისო სტუდენტების მიერ მომზადებულ კერძებს.