ვაკანსიები

 

1)

ძვირფასო სტუდენტებო,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სტუდენტურ საქმეთა განყოფილებაში სტუდენტ-ასისტენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 

  • მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი

  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა

  • გამართული კომუნიკაციისა და წერის უნარი

  • კომპიუტერული უნარები

დამატებითი მოთხოვნები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

  • ორგანიზებულობა

  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა


დაინტერესებულ პირებს 2017 წლის 17 თებერვლამდე ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, 13კმ, #2

ტელ: (+995) 3222595005/შიდა 133
 
2)

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას სამართლის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო პროცესის ადმინისტრატორის პოზიციაზე (სრული განაკვეთი).

სამუშაოს აღწერა:

 

·         სასწავლო პროცესის განმავლობაში სამართლის საბაკალავრო სტუდენტების ასისტირება;

·         ფაკულტეზე არსებული ყოველდღიური საკითხების მოგვარება, სტუდენტების დოკუმენტაციის მართვა;

·         მონაცემთა ბაზაში პროგრამის განახლებისას პროგრამის კოორდინატორის ასისტირება;

·         დოკუმენტაციის ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა და პირიქით;

·         ფაკულტეტის მიერ დაკისრებული სხვა ამოცანების ეფექტურად შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         სავალდებულოა უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;

·         სასურველია მაგისტრის ხარისხი;

·         TOEFLქულა(მინიმუმ71 CBT) (ასევე მიიღება IELTS, FCE).

 

პერსონალური უნარ-ჩვევები:

·         ძლიერი ანალიტიკური უნარები და კრეატიულობა;

·         ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარები;

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·         ძლიერი კომუნიკაციისა დაინტერპერსონალური უნარები;

·         ძლიერი თვითმოტივაციისა და დისციპლინის უნარები;

·         უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის კარგი ცოდნა;

·         დამოუკიდებლად და ასევე ჯგუფურად მუშაობის უნარი;

·         დოკუმენტაციის სწორად გაანალიზების უნარი;

 

საჭირო დოკუმენტაცია:

·         პირადობის ასლი;

·         სამოტივაციო წერილი და CV (ინგლისურ და ქართულ ენებზე);

·         დიპლომის ასლი(ბაკალავრიატის, მაგისტრატურის);

·         TOEFL (IELTS, FCE) სერტიფიკატი.

·         სხვა შესაბამისი დიპლომები და სერტიფიკატები

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  არაუგვიანეს 2016 წლის 29 თებერვლისა. გთხოვთ, იმეილის თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 

გაცნობებთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
საკონტაქტო პირი: ეკატერინე ბაკარაძე

ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  

 

3)
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (ასოცირებულ პროფესორზე 5 წლის ვადით, ასისტენტ-პროფესორზე - 4 წლის ვადით) შემდეგ დარგებში:  
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
1. საერთაშორისო სამართალი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
2. კერძო სამართალი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
3. სისხლის სამართალი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
4. ისტორია: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
 
განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
1. ინგლისური ფილოლოგია: ასოცირებული პროფესორი (3 ვაკანტური ადგილი)
2. თურქული ფილოლოგია: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
3. ფილოლოგია: ასისტენტ-პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
 
ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე
1. მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)
2. მარკეტინგი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
3. საბუღალტრო აღრიცხვა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
4. ტურიზმი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) 
 
კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტზე
1. სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია: ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი)
2. ინფორმატიკა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) (აუცილებელი მოთხოვნა: პროგრამირების ენების და ხელოვნური ინტელექტის დოკუმენტურად დადასტურებული ცოდნა);
3. მათემატიკა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულებაში/დარგში);
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (საჭიროების შემთხვევაში);
უნივერსიტეტის დებულებით დადგენილ ქულათა სისტემაში ასოცირებული პროფესორის/ასისტენ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ქულათა რაოდენობის დაგროვება (დამატებითი კრიტერიუმები).
 
პიროვნული თვისებები: 
პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე; 
ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
პრეზენტაციის უნარი;  
პედაგოგიური უნარ-ჩვევები;  
ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი.  
 
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით): 
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით;
ავტობიოგრაფია (CV);  
საკვალიფიკაციო დიპლომების ნოტარიულად დამოწმებული ასლები (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;  
სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);  
2 ფერადი ფოტოსურათი (3x4);
პირადობის მოწმობის/ID ბარათის ასლი;  
დახასიათება (აკადემიური მიმართულებით) წინა სამუშაო ადგილიდან;  
არსებობის შემთხვევაში დარგის შესაბამის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/უცხო ქვეყანაში ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი - სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით (საჭიროების შემთხვევაში);
დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე), ხოლო ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე);
საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია - პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმები.
 
საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.
 
დაინტერესებულმა პირებმა მითითებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ 2016 წლის 26 თებერვლიდან 2016 წლის 15 მარტის ჩათვლით (10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. 
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ტელ: 2595005, ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.