სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკავშირებს მსოფლიოს 90-ზე მეტ წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან, მათ შორისაა: ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ჟენევის საერთაშორისო უნივერსიტეტი (შვეიცარია) ბარსელონას უნივერსიტეტი (ესპანეთი), ჩრდ. აიოვას უნივერსიტეტი (აშშ) და ა.შ.
ამ დროისთვის, გაცვლითი პროგრამით IBSU-ს 100-მდე სტუდენტი სარგებლობს. საზღვარგარეთ ისინი ნახევარი ან ერთი სემესტრით იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტუდენტები უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან. თუ გსურთ გახდეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გაცვლითი სტუდენტი, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.