უსაფრთხოება

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანცლერი ვალდებულია:

 უზრუნველყოს ინფორმაცია დაცვის თაობაზე

უნივერსიტეტის დაცვის სიტემა ორგვარია;

1.      უნივერსიტეტის მატერიალური რესურსი:

უნივერსიტეტი მოღვაწეობას ახორციელებს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე, მე-13 კმ. #2-ში მდებარე შენობაში, რომელიც მოიცავს 7800 კვ.მ. დახურული ფართი და 10000 კვ.მ. ღია ფართი. უნივერსიტეტის გარშემორტყმული კედლის მიღმა სამ მხარეს მდებარეოს ქუჩა. აქვს ორი ცალცალკე მოთავსებული შემოსასვლელი. ძირითადი შემოსასვლელიდან შესვლა შესაძლოა სპეციალური ბარათების გატარების მეშვეობით;

უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, აკადემიურ და დამხმარე პერსონალთან ხელკშეკრულების გაფორმების შემდეგ და ასევე, სტუდენტებთან სტუდენტური ხელშეკრულების გაფორმებისა და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ ყოველ მათგანს ურიგდება პირადი ბარათები. შენობის ტერიტორიასა და ეზოში განთავსებულია ვიდეო კამერები, რომლების მუშაობს ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში; კამერის ჩანაწერები ინახება 20-30 დღის განმავლობაში. უნივერსიტეტის დაცვა აგრეთვე მუშაობს ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში;

2.      დაცვისკომპანია

უნივერსიტეტი დაცვის მომსახურებას იძენს შესაბამისი კომპანიიდან, რომელთანაც ფორმდება წლიური კონტრაქტი. აღნიშნული კომპანია სერტიფიცირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ; 7 წევრისაგან შემდგარი დაცვის ჯგუფი ორკაციანი მორიგეობით ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში ხოლო ერთი წევრი აღნიშნული ორკაციანი ჯგუფის ზედამხედველობას ახორციელებს.