კვება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი შპს „ჯიჰან ჯორჯია“-დან იძენს საკვებს და აღნიშნული ცხელი საკვებით იკვებებიან უნივერსიტეტის სრული და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ადმინისტრაციული, აკადემიური, დამხმარე პერსონალი და სტაჟიორი სტუდენტები. სადილი შემოთავაზებულია დღეში ორჯერ, შუადღეს და საღამოს; სამუშაო საათებიდან გამომდინარე, ზოგიერთი თანამშრომელი სადილს იღებს დღეში ერთხელ, ხოლო ზოგიერთი მათგანი - დღეში ორჯერ; სადილი შემოთავაზებულია თვითმომსახურების გზით. სასადილოში მზადდება თურქული და ქართული კერძები. სამზარეულოში საერო და საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებით გათვალისწინებულია შესაბამისი მენიუ და ასევე შემოთავაზებულია სამარხვო კერძები; სასადილოში დაცულია ჰიგიენური ნორმები და მასში შესაძლოა 100 სტუმრის განთავსება.