იბსუს სტუდენტები DAAD-ის პროექტის გამარჯვებულები არიან და გერმანიაში გაემგზავრებიან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტებმა DAAD-ის პრექტში გაიმარჯვეს და 28 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით გერმანიაში გაემგზავრებიან.

სტუდენტები გერმანიის ორ უნივერსიტეტში The University of Applied Sciences Zwickau (WHZ)- სა და The University of Applied Sciences Dresden (HTW)-ში ვორქშოპებს გაივლიან. ასევე, ესტუმრებიან სხვადასხვა კომპანიას და სოციალურ პროქტებში ჩაერთვებიან.

ვრცლად: იბსუს სტუდენტები DAAD-ის პროექტის გამარჯვებულები არიან და გერმანიაში გაემგზავრებიან

იბსუ, 3 სხვა უნივერსიტეტთან ერთად, შრომის ბაზრის ერთობლივ კვლევას ჩაატარებს

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,  ააიპ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA)“, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს”, შპს „კავკასიის უნივერსიტეტსა“ და შპს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს“ შორის.

უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების თანხვედრის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ და „GICE Partnership“ პროექტის (პროექტის დასახელება გამომდინარეობს მემორანდუმის ხელმომწერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელწოდებებიდან) ფარგლებში განახორციელონ საქართველოს შრომის ბაზრის ერთობლივი კვლევა. ეს საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ამ მიზნით წარმოებული თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია.

ვრცლად: იბსუ, 3 სხვა უნივერსიტეტთან ერთად, შრომის ბაზრის ერთობლივ კვლევას ჩაატარებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 8 დეკემბერს განიხილა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკითხი პირველკურსელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით და დადებითი გადაწყვიტილება გამოიტანა.

ვრცლად: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა

შვედეთის საელჩოს წარმომადგენლების სტუმრობა იბსუში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ენათა სკოლის დეპარტამენტისა და შვედეთის საელჩოსთან საქართველოში თანამშრობლობით, შვედური ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო.  აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით, 26 ნოემბერს, უნივერსიტეტმა შვედეთის საელჩოს წარმომადგელებს, კომუნიკაციისა და კულტურის ატაშეს, ელჩის აღმასრულებელი თანაშემწეს, თამარ დათუაშვილს, შვედეთის მალმოს უნივერსიტეტის  პროფოსორს, თერეზა თომასევიჩს და გუსტავ ლოფგრენს უმასპინძლა. შეხვედრის დროს, განხილულ იქნა ორ მხარეს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.   

 

იბსუს საქმე ევროკავშირის რეზოლუციაში შევიდა

„ევროკავშირი უკიდურესად შეწუხებულია წნეხის გამო, რომელსაც თურქეთი საქართველოში მცხოვრებ თავის მოქალაქეებზე მიმართავს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიცაა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“,- ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში, „ასოცირების შეთანხმების" შესრულების შესახებ, რომელსაც ევროპარლამენტმა კენჭი დღეს უნდა უყაროს.

ვრცლად: იბსუს საქმე ევროკავშირის რეზოლუციაში შევიდა