გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტების სემინარი იბსუში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გერმანიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (German Institute for Foreign Cultural Relations) ორგანიზებით #იბსუს სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარები სამოქალაქაო განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ სიმულაციური თამაშების სერიას მოიცავს, რომელიც უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში იმართება.

ამერიკის ელჩის მადლობის წერილი იბსუს სტუდენტებს

ამერიკის ელჩმა იან კელიმ ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტებსა და ამავდროულად აშშ საელჩოს ინტერნებს ჯაბა ხუციშვილს და მარიამ სლანიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტ პენსის 2017 წლის აგვისტოს თბილისში ვიზიტის მომზადებასა და წარმატებით წარმართვისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობის წერილი გადასცა.

პრეზიდენტის ინსტიტუტი და შეწყალების კომისია

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის PD Talks Club-ის საჯარო ლექციათა ციკლის დასკვნით შეხვედრა ჟურნალისტმა შეწყალების საკითხთა კომისიის თავჯდომარემ ზვიად ქორიძემ ჩაატარა თემაზე: "პრეზიდენტის ინსტიტუტი და შეწყალების კომისია".

საფრანგეთის ელჩის სტუმრობა IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე სტუმრობდა და სტუდენტებისთვის საფრანგეთი -საქართველოს ურთიერთობის შესახებ ლექცია წაიკითხა. ელჩმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავების მნიშვნელობას.

ჯორჯ ველტონის საჯარო ლექცია

იბსუს ბიზნესის მართვისა და კარიერის დაგეგმვის დეპარტამენტის ორგანიზებით ''ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში'' აღმასრულებელი დირექტორის ჯორჯ ველტონის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „დასაქმების შესაძლებლობები და გამოწვევები კურსდამთავრებულთათვის საქართველოში“.