არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამა

 

ახალი სასწავლო წლიდან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამების ჩამონათვალს არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამა დაემატება!

პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა და განათლების ბაზარზე იმით არის უნიკალური, რომ ერთადერთია სადაც ინგლისურენოვანი სწავლებაა.

პროფესორი დოქტორი აივორ თიმისი დიდი ბრიტანეთიდან

10 იანვარს, სწავლების ხელოვნების ცენტრსა და განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს პროფესორი დოქტორი აივორ თიმისი Leeds Beckett University (Leeds, UK) ეწვია. პროფესორი აივორი იბსუს ჟურნალის "შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების განათლების ჟურნალის" სარედაქციო კოლეგიის წევრია.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სალექციო კურსის მიმოხილვა

30 დეკემბერს, პროექტი „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ დასრულდა. სალექციო ფორმატში მონაწილეებმა მოისმინეს ცხრა ლექცია, რომლებსაც უძღვებოდნენ ნაციონალიზმისა და მეხსიერების პოლიტიკის ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ექსპერტები, რომლებმაც მიმოიხილეს საკითხის სხვადასხვა განზომილებები და მიდგომები. სალექციო კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს:

იბსუს სტუდენტები ტურისტული კომპანიების კვლევით სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, 14 უმაღლეს სასწავლებელთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მემორანდუმი გააფორმა.მემორანდუმის მიხედვით, თბილისის ტურისტული კომპანიების კვლევით სამუშაოებში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

იბსუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროექტში ჩაერთო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა“ ახალი პროექტი დაიწყო. „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა კადრების გადამზადებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს 6 უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.