თანამშრომლობა ჩინეთის მხარესთან

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ჩინეთის საგარეო ეკონომიკისა და ვაჭრობის პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლები ესტუმრნენ. JiangXi FengLin College Of Foreign Economy and Trade (FCL)

ჩრ. ოჰაიოს უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორი - რიჩარდ ბეილსი IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, ჩრდილოეთ ოჰაიოს უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორმა რიჩარდ ბეილსმა შრომის სამართლში სემინარი გამართა.
ღონისძიების მიზანი ექსპერიმენტული სწავლების წახალისება იყო. 

დიდი ბრიტანეთის ელჩის სტუმრობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზ სმიტი, ეწვია. სტუდენტებთან შეხვედრისას მან ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. ბ-ნ ჯასტინმა ყურადღება გაამახვილა ბრექსიტის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მის მნიშვნელობაზე ბრიტანეთის ეკონომიკისთვის. სტუდენტებთან საუბრისას, ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრის პარალელურად, ტელეკომპანია'' იბერიისთვის'' სატელევიზიო გადაცემა მომზადდა.

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფილოლოგისა და ლიტერატურისმცოდნის ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა.

სტუმარმა ლექციაზე ისაუბრა ლიტერატურისა და კინოს კოლაბორაციაზე, თუ როგორ ხვდება კარგი ლიტერატურა დიდ ეკრანზე და რა გზას გადის ლიტერატურული ნაწარმოები, ჯერ მკითხველამდე და შემდეგ უკვე კინო ინდუსტრიამდე.

ლიტვის ელჩის სტუმრობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი ესტუმრა. სტუდენტებთან
შეხვედრის თემა: ''Gruzija დან Georgia-მდე - ლიტვა & საქართველოს ურთიერთობები'' იყო. ელჩმა ისაუბრა, საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე, ევროკავშირსა და გლობალურ საერთაშორისო სისტემაში თავის დამკვიდრებაზე.