საქართველოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევის ცენტრის ორგანიზებით II სტუდენტური კონფერენცია გაიმართა თემაზე: ''საქართველოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები“.

მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი ერთობლივი ინიციატივებისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა. 

დოქტორი ერიკა ევა მარსი

ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული სასწავლო კურსის ’’ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა საბანკო განათლების ინსტიტუტის ვიცე- პრეზიდენტ დოქტორ ერიკა მარსს უმასპინძლა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აბრეშუმის გზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად 19-20 მაისს, აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გამართა. 

კონფერენცია: ”დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში”, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 70-მდე მომხსენებელი საქართველოდან, ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ინდოეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, ხორვატიიდან, ასევე, ირანიდან, ერაყიდან და ამერიკიდან.

საგაზაფხულო PR სკოლა

IBSU-სა და ამსტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, #IBSU საგაზაფხულო სკოლას მასპინძლობს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება