მორიგი დელეგაცია ამერიკიდან

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმის შესასწავლად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მორიგი დელეგაცია ჩამოვიდა. ორკაციანი ჯგუფი (ბრაიან ფულვაიდერი, დევიდ ვილიამ კილგური) საქართველოში, 24-27 სექტმებრის, ჩათვლით რჩება და იბსუს თემაზე სხვადასხვა დონეზე გამართავს შეხვედრებს: შეხვედრა იგეგემება განათლების მინისტრის მოადგილესთან -ალექსანდრე თევზაძესთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან და განათლების კომიტეტის თავჯდომარესთან - მარიამ ჯაშთან.

იბსუს საკითხის შესასწავლად ამერიკიდან დელეგაცია ჩამოვიდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აშშ-იდან დელეგაციას მასპინძლობს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამკაციანი ჯგუფი საქართველოში 16-21 სექტემბრის ჩათვლით დარჩება.

დელეგაციის წევრები იმ კომისიის წევრები არიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში განათლებასთან დაკავშირებით პრობლემურ საკითხებს სწავლობენ და შემდგომ ამერიკის დიპლომატიური წრეებისთვის ამზადებენ ანგარიშს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით (29 აგვისტო, 2018) საზოგადოებაში გავრცელდა არასწორი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით (29 აგვისტო, 2018) საზოგადოებაში გავრცელდა არასწორი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რაც  ემსახურება ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დისკრედიტაციას, საქმიანი რეპუტაციის შელახვას და შეიცავს მცდარ ინფორმაციას, ასევე დაუსაბუთებელ დასკვნებს.

 

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით უსამართლოდ შეუზღუდა

2018 წლიდან საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი დაიწყო. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 24-27 აპრილს ეწვია ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა განათლების დარგში საერთაშორისო ექსპერტი გაერთიანებული სამეფოდან, პროფესორი ენდი გიბსი.  დოკუმენტაციის ანალიზისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებს: შვიდი სტანდარტიდან (19 ქვესტანდარტი)  უარყოფითად არცერთი შეფასებულა.

იბსუს სტუდენტების ვიზიტი ამერიკაში

5-7 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში,  გაეროს გენერალურ შტაბბინაში, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად, განათლების უფლების დაცვის შესახებ მე-15 ყოველწლიური საერთაშორისო სამიტი გაიმართა.  პროექტში მონაწილე  64 ქვეყანიდან, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, პირველად წარსდგა საქართველო. ღია კონკურსის საფუძველზე სამიტზე მონაწილეობის მისაღებად შეირჩა 6  მონაწილე და 1 დელეგატი.