შვედეთის საელჩოს წარმომადგენლების სტუმრობა იბსუში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ენათა სკოლის დეპარტამენტისა და შვედეთის საელჩოსთან საქართველოში თანამშრობლობით, შვედური ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო.  აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით, 26 ნოემბერს, უნივერსიტეტმა შვედეთის საელჩოს წარმომადგელებს, კომუნიკაციისა და კულტურის ატაშეს, ელჩის აღმასრულებელი თანაშემწეს, თამარ დათუაშვილს, შვედეთის მალმოს უნივერსიტეტის  პროფოსორს, თერეზა თომასევიჩს და გუსტავ ლოფგრენს უმასპინძლა. შეხვედრის დროს, განხილულ იქნა ორ მხარეს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.   

 

იბსუს საქმე ევროკავშირის რეზოლუციაში შევიდა

„ევროკავშირი უკიდურესად შეწუხებულია წნეხის გამო, რომელსაც თურქეთი საქართველოში მცხოვრებ თავის მოქალაქეებზე მიმართავს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიცაა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“,- ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში, „ასოცირების შეთანხმების" შესრულების შესახებ, რომელსაც ევროპარლამენტმა კენჭი დღეს უნდა უყაროს.

ყოველწლიური ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია

''მოხარული ვარ, რომ ვიღებ მონაწილეობას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მეთერთმეტედ ტარდება. იბსუ ამერიკის საელჩოს დიდი ხნის პარტნიორია და ამ პროგრამის მეშვეობით უნივერსიტეტი ხელს უწყობს ამერიკის შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის გაღრმავებას ქართველ სტუდენტებში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდი ხანია მხარს უჭერს ამ ორ ქვეყანასა და ხალხს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას'' - ელიზაბეთ რუდი

შეხვედრა მიგრაციის ცენტრის წარმომადგენლებთან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ა/ო „მიგრაციის ცენტრის“ წარმომადგენლები: პროექტების კოორდინატორი და პროექტების კოორდინატორის ასისტენტი ეწვივნენ.

IBSU აქტიურად თანამშრომლობს მიგრაციის ცენტრთან, რაც  ცენტრის მოქმედ პროექტში „ვიაროთ ერთად“ უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტების ჩართულობას გულისხმობს. პროექტი მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა ინტეგრაციას, სამოქალაქო ჩართულობას, ამ შესაძლებლობების შექმნასა და გაუმჯობესებას.

Bakke Graduate უნივერსიტეტის პროფესორის ტრენინგი

8-9 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით პროფ. დოქტორმა ლაზარე რუკუნდოვა სებიტერენკომ ტრენინგი გამართა თემაზე: "სამუშაოს თეოლოგია".

დოქტორი ლაზარე რუკუნდოვა სებიტერენკო არის საერთაშორისო ექსპერტი და Bakke Graduate უნივერსიტეტის პროფესორი. მოცემული პროექტი არის პროგრამა Peace Education-ის ნაწილი. ვორქშოპი ტარდება Bakke Graduate University-ს ეგიდით.