IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო – დაკმაყოფილებული სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა

2019 წლის 29 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო.

ექსპერტთა დასკვნის თანახმად, პროგრამა საგანამანათლებლო სტანდარტის ხუთივე მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. დასკვნის დოკუმენტში საუკეთესო პრაქტიკიცაა აღნიშნული.

„განათლების თანამედროვე ტენდენციები საქართველოში“ პრეზენტაცია

29 იანვარს, წიგნის „განათლების თანამედროვე ტენდენციები საქართველოში“გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც ეფუძნება INTERC 2018 (ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია) საკონფერენციო მასალებს. პროფესორმა დოქტორმა ნათელა დოღონაძემ, გამოცემის რედაქტორმა, ისაუბრა კვლევაში პუბლიკაციაში ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვის მნიშვნელობის შესახებ. ავტორებმა - სტუდენტ-მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა კი საკუთარი ნაშრომები წარადგინეს.

იბსუს სტუდენტები DAAD-ის პროექტის გამარჯვებულები არიან და გერმანიაში გაემგზავრებიან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტებმა DAAD-ის პრექტში გაიმარჯვეს და 28 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით გერმანიაში გაემგზავრებიან.

სტუდენტები გერმანიის ორ უნივერსიტეტში The University of Applied Sciences Zwickau (WHZ)- სა და The University of Applied Sciences Dresden (HTW)-ში ვორქშოპებს გაივლიან. ასევე, ესტუმრებიან სხვადასხვა კომპანიას და სოციალურ პროქტებში ჩაერთვებიან.

იბსუ, 3 სხვა უნივერსიტეტთან ერთად, შრომის ბაზრის ერთობლივ კვლევას ჩაატარებს

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,  ააიპ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA)“, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს”, შპს „კავკასიის უნივერსიტეტსა“ და შპს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს“ შორის.

უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების თანხვედრის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ და „GICE Partnership“ პროექტის (პროექტის დასახელება გამომდინარეობს მემორანდუმის ხელმომწერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელწოდებებიდან) ფარგლებში განახორციელონ საქართველოს შრომის ბაზრის ერთობლივი კვლევა. ეს საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ამ მიზნით წარმოებული თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 8 დეკემბერს განიხილა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკითხი პირველკურსელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით და დადებითი გადაწყვიტილება გამოიტანა.