ფულბრაიტის ამერიკელი პროფესორი მისტი ბროდია იბსუში

ფულბრაიტის ამერიკელმა პროფესორმა მისტი ბროდიამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებს ლექცია „ამერიკელ ქალთა საკითხების შესწავლა“, წაუკითხა, რომლის ფარგლებშიც ერთი საათი დაეთმო 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებულ კამპანიას Me Too-ს შესახებ პრეზენტაციას დაეთმო.

Erasmus + KA2 პროექტის HERD ხელშეკრულება

27 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ ხელი მოაწერა Erasmus+KA2პროექტის HERDხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ.

პროექტის სახელწოდებაა „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით“, რომლის მიზანია კვლევითი შესაძლებლობების განვითარება უმაღლესი განათლების სფეროში. პროექტის ბიუჯეტია 931648.00ევრო.

იბსუს სტუდენტებმა Walmart Vs. Amazon - ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრში გაიმარჯვეს

საკონსულტაციო კომპანია TBSCის ინიციატივითა და ხუთი უმაღლესი სასწავლებლის თანაორგანიზებით 24 თებერვალს ტექნოპარკში ბიზნეს ქეისების შეჯიბრი გაიმართა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ELSEVIER-ის საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში ჩაერთვება

2019 წლიდან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით, საქართველოში არსებული უნივერსიტეტები და სამეცნიერო - კვლევით ცენტრები ჩაერთვებიან ELSEVIER-ის სისტემაში და წვდომა ექნებათ მასში შემავალ Scopus და Science Direct-ის ბაზებზე.

IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო – დაკმაყოფილებული სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა

2019 წლის 29 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო.

ექსპერტთა დასკვნის თანახმად, პროგრამა საგანამანათლებლო სტანდარტის ხუთივე მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. დასკვნის დოკუმენტში საუკეთესო პრაქტიკიცაა აღნიშნული.