რექტორის მილოცვა პირველკურსელებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ პირველკურსელებს „IBSU-ში“ ჩარიცხვას ულოცავს:

ძვირფასო სტუდენტებო, თითოეულ თქვენგანს გულითადად გილოცავთ! 

მოხარული ვარ, რომ თქვენი ცოდნით, დაუღალავი შრომით დასახულ მიზანს მიაღწიეთ და გახდით ჩვენი სტუდენტები.

გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას თქვენს მიერ არჩეულ ცხოვრების გზაზე. წელს, ისევე, როგორც გასულ წლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კვლავაც ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას აბიტურიენტებისათვის ყველაზე სასურველ და რეიტინგულ უნივერსიტეტებს შორის.

 ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ცოდნის შესაძენად „IBSU-ში“ საუკეთესო შესაძლებლობები გქონდეთ, რათა საკუთარ თავს ბედნიერი მომავალი, ხოლო ქვეყანას კეთილდღეობა და წარმატება მოუტანოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მეტად მნიშვნელოვან გამარჯვებას და მადლობას გიხდით  გამოცხადებული ნდობისათვის!

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორიპროფ. დოქტ.  ილიას ჩილოღლუ