კურსდამთავრებულთა საზეიმო მიღება თბილისის 51-სკოლაში

24 სექტემბერს, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში წარმატებული სასწავლო წლის აღსანიშნავად გაიმართა კურსდამთავრებულთა საზეიმო მიღება. 

მიღებაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი შარვაშიძე, ასევე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა წარმატებული უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ილიას ჩილოღლუ.
2014-2015 სასწავლო წელს 51- ე საჯარო სკოლას 61 სახელმწიფო გრანტის მფლობელი კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის არიან IBSU-ს პირველკურსელები, ჩხართიშვილი თამარი, რომელიც ოქროსმედალოსნის სტატუსით და სახელმწიფო გრანტით სარგებლობს, რაც მას IBSU-ში უფასოდ სწავლის უფლებას აძლევს. ქეთევან თარხნიშვილი, ასევე 51-ესაჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, არის IBSU-ს სასკოლო ოლიმპიადის პრიზიორი, მან 75% -ი ფასდაკლების უფლება მოიპოვა IBSU-ში. 
მოწვეულმა სტუმრებმა მისალოცი სიტყვით მიმართეს აუდიტორიას. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა წარმატებები უსურვა შეკრებილ სტუდენტებს, უამბო იმ განსაკუთრებული მიღწევების და პირობების შესახებ, რომელსაც IBSU სთავაზობს თავის აბიტურიენტებს.
შეხვედრის ბოლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ მანანა თურქაძეს მადლობის ნიშნად საპატიო დიპლომი გადასცა. 
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 51-ე საჯარო სკოლის დირექციას მოწვევისთვის მადლობას უხდის!