ვიზიტი ჩინეთში

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ვიეტნამსა და მონღოლეთში პროფ. დოქტ. დავით აფციაურის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას აკადემიურ და კვლევით საქმიანობაში საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის უნივერსიტეტსა (სბეუ),

 პეკინი, ჩინეთი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (შზსუ) შორის, თბილისი, საქართველო.

სბეუ არის ჩინეთის განათლების სამინისტროზე დაქვემდებარებული მულტიდისციპლინარული წამყვანი უნივერსიტეტი, რომელმაც მოიპოვა ლიდერობა საერთაშორისო ეკონომიკასა და ვაჭრობაში, სამართალში (საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი), ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება, უცხო ენები და კულტუროლოგია. ამჟამად, სბეუს დამყარებული აქვს პარტნიორობა 100 უნივერსიტეტთან და დაწესებულებებთან 60 ქვეყანაში.

2015 წლის ივლისში, 14-18 სბეუ-ს ვიცე პრეზიდენტის მოწვევით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუს, განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილის და პროფ. დოქტ. ირინა ბახტაძის შემადგენლობით ვიზიტით იმყოფებოდა პეკინში და ეწვია საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის უნივერსიტეტს.