შეხვედრა მალმოს უნივერსიტეტის (შვეცია) წარმომადგენლებთან

2015 წლის 31 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუ, განათლების  და ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი პროფ. 

დოქტ. თამარ შიოშვილი და კავკასიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. გიორგი მჭედლიშვილი შეხვდნენ მალმოს უნივერსიტეტის (შვეცია) კავკასიოლოგიის პროგრამის კოორდინატორს პროფ. დოქტ. კარინა ვალმინგს და დასახეს მომავალი თანამშრომლობის გეგმები შვეციის კავკასიოლოგიის პროგრამას და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების და ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ახლად გახსნილ კავკასიოლოგიის სამაგისტრო პროგრამას შორის.