მობილობა IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხულ პირთა საყურადღებოდ!
ძვირფასო სტუდენტებო, მობილობით ჩარიცხულ პირთა რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 25 აგვისტოდან და გაგრძელდება 7 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტყრაციის გასავლელად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

- განცხადება რექტორის სახელზე
- პირადობის მოწმობის ასლი
- ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
- ეროვნული გამოცდების/სტუდენტური ბარათის ასლი
- საშუალო სკოლის ატესტატის ასლი
- უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)


დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ სტუდენტური საქმეების განყოფილებაში. სამუშაო საათებში 09:00 დან 17:00-მდე

ტელ: 259 50 05/06 შიდა (175)