შემაჯამებელი შეხვედრა შზსუ-ს პრორექტორთან განათლების დარგში

ამა წლის 17 და 22 ივნისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი განათლების

დარგში, პროფ. დოქტ. ნათელა დოღონაძემ ჩაატარა შემაჯამებელი შეხვედრა ფაკულტეტის დეკანებთან, უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსთან, ფაკულტეტის ხარისხის მართვის მენეჯერებთან და უნივერსიტეტის იურისტთან.
შეხვედრაზე განიხილეს 2014-2015 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები და  ფაკულტეტების მიერ წარდგენილი წლიური ანგარიშები, რის შედეგადაც შეაჯამეს მათი შედეგები და იმსჯელეს სასწავლო პროცესის მარეგულერებელი წესის სრულყოფაზე, ასევე მომავალი სასწავლო წლის საგანმანათლებლო საქმიანობების შესახებ.