გამოსაშვები საღამო 2015

12 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით მე-16 გამოსაშვები საღამო გაიმართა.

წელს უნივერსიტეტი 276-მა წარმატებულმა სტუდენტმა დაამთავრა. ცერემონიალზე სხვადასხვა კონკურსებსა და კონფერენციებში გამოვლენინ სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ.

ცერემონიალზე დასახელდა 4 ძირითადი ფაკულტეტის (ბიზნესის მართვის ფაკულტეტი; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი; განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი) ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები.

გამოსაშვებ საღამოზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ. მან შეაჯამა გასული ოთხი წელი და წარმატება უსურვა კურსდამთავრებულებს სამომავლო საქმიანობაში.

მთლიანად საღამომ ემოციურად ჩაიარა, სტუდენტების ცხოვრებაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს საბაკალავრო საფეხურის დამთავრებას და წარმატებას უსურვებს როგორც პირად, ასევე პროფესიულ განვითარებაში!