კიბერუსაფრთხოების საკითხების განხილვა

5 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და

საქართველოს ექვსი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს შზსუ-ს რექტორმა პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ მიმართა და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული ღონისძიება საფუძველს ჩაუყრის კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოსა და აკადემიურ წრეებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა ბიუროს დირექტორი ბატონი ანდრია გოცირიძე. თავისი გამოსვლისას მან ისაუბრა კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მოკლედ აღწერა ბიუროს მუშაობის სპეციფიკა და უმაღლეს სასწავლებლებს დაგროვილი გამოცდილების/ცოდნის გაზიარებისკენ მოუწოდა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტების დეკანები, დეკანის მოადგილეები და შესაბამისი პროგრამების კოორდინატორები. შეხვედრისას სტუმრებმა დააფიქსირეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის, მოხდა იდეებისა და ახალი პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და დაიგეგმა თანამშრომლობის კონკრეტული ფორმატები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ბაია ივანეიშვილი, დეკანის მოადგილეები, ასევე კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლები.
კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი გამოხატავს მზადყოფნას უმასპინძლოს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს და მხარი დაუჭიროს კიბერუსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა პროექტისა თუ ინიციატივის განხორციელებას.