ომარ ნიშნიანიძის ვიზიტი IBSU-ში

4 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაეროს დებატების კვირეულის ფარგლებში

საქართველოს პარლამენტის ბოლო მოწვევის დეპუტატს, ომარ ნიშნიანიძეს უმასპინძლა.

ბატონმა ომარმა დელეგატებთან ისაუბრა პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიებსა და მათ მნიშვნელობაზე. მან პროექტის მონაწილეებს ისტორიულ ჭრილში გააცნო პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიები, მათი განვითარება და როლი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ ბატონ ომარს შეხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ. შეხვედრაზე ბატონმა ილიასმა სტუმარს გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტის, გაცვლითი პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრის ბოლოს ომარ ნიშნიანიძეს გადაეცა სიმბოლური საჩუქარი უნივერსიტეტის სახელით.

მოგახსენებთ, რომ შეხვედრა საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის (Georgian Model United Nations Association) ინიციატივით გაიმართა.
https://www.facebook.com/georgianMUN