სტუდენტების შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან

2015 წლის 2 ივნისს საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ეწვია, ორდღიანი

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის უმაღლეს პირებთან და საჯარო და სამოქალაქო სექტორის წამრომადგენლებთან.
3 ივნისს ბატონ ილვესთან შეხვედრას სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე და მესამე კურსის სტუდენტები. შეხვედრაზე ბატონმა პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს ევრო და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ესტონეთის გამოცდილებაზე ამ მიმართულებით და ესტონეთის, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ქვეყნის როლზე საქართველოსთვის.