ნიკა გვარამიას საჯარო ლექცია მედია მენეჯმენტი

4 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურმა

დირექტორმა ნიკა გვარამიამ საჯარო ლექცია თემაზე „მედია მენეჯმენტი“ წაიკითხა.
ლექციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებიც დაესწრნენ. ლექციის ბოლოს სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრა "IBSU მედია კლუბის" ორგანიზებით გაიმართა.