შეხვედრა ქ-ნ ელიზაბეტ დეტისოვასთან

2 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის

აღმასრულებელ დირექტორ, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ეწვია Nature და Palgrave Macmillan-ის წარმომადგენელი ქ-ნ ელიზაბეტ დეტისოვა.

Nature და Palgrave Macmillan ცნობილია ელექტრონული წიგნების, ჟურნალებისა და სტატიების გამომცემლობით. ქ-ნ ელიზაბეტმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო გამომცემლობის საქმიანობა და გაწევრიანების პირობები. მისი სტუმრობის ძირითადი თემა ეხებოდა Nature და Palgrave Macmillan-ის ინტერფეისს, კერძოდ თუ როგორ ხდება ინფორმაციის მოძიება აღნიშნულ გამომცემლობის მონაცემთა ბაზებში. ასევე დასძინა, რომ შზსუ-ს, როგორც საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტს 5 მარტიდან 19 ივნისამდე საცდელი ვადით ექნება უფასო წვდომა Nature და Palgrave Macmillan-ის მონაცემთა ბაზებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ შზსუ-ს რექტორი ბ-ნ ილიას ჩილოღლუ, პრორექტორი განათლების დარგში პროფ. დოქტ. ნათელა დოღონაძე, პრორექტორი სამეცნიერო-კვლევით დარგში პროფ. დოქტ. ილიას უსთუნიერი და ფაკულტეტის დეკანები. შეხვედრამ ჩაირა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც სტუმარმა ამომწურავი პასუხი გასცა მისთვის დასმულ კითხვებს. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.