შზსუ-სა და ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2015 წლის 27 მაისს გაფორმდა მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ეკონომიკური

პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრს შორის. მემორანდუმით ფარგლებში თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას იბსუს სტუდენტებისთვის, ასევე ერთობლივ სემინარებს, საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვას და ა.შ.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე საუბარი შეეხო ცენტრის მიერ უკვე განხორციელებულ აქტივობებს, პროექტებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკური ცენტრის ექსპერტები და ეკონომიკის მიმართულების თანამშრომლები.
უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა რექტორმა პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ, ხოლო ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის მხრიდან პრეზიდენტმა, რამაზ გერლიანმა.