საზაფხულო სკოლა 2019 - ანგლო-ამერიკული კულტურა

17-21 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებისთვის იმართება ,,საზაფხულო სკოლა 2019 - ანგლო-ამერიკული კულტურა’’. თბილისისა და სხვადასხვა რეგიონების სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტში და გეცნონ საუნივერსიტეტო გარემოს.

პროექტში მონაწილეობა უფასოა და მისი მიზანია, მონაწილეებს გააცნოს ანგლო-ამერიკული კონტექსტის სხვადასხვა ასპექტები: 
• ენა; 
• ლიტერატურა; 
• ხელოვნება;
• კულტურა;
• ღირსშესანიშნაობები და ა.შ.

ამის გარდა მოსწავლეები იმუშავებენ სხვადასხვა სახალისო პროექტებზე, პრეზეტაციებისა და გამოფენების მოწყობაზე. 
პროგრამა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე; შესაბამისად, პროექტის მონაწილები გაივლიან პრაქტიკას ინგლისურ ენაში და გაეცნობიან ანგლო-ამერიკულ კულტურას.

პროექტს უძღვებიან ინგლისური ფილოლოგიისა და ამერიკათმცოდნეობის პროგრამის პროფესორები და სტუდენტები.