„მოხალისე“ - ინგლისური ენა

IBSU-ში პროექტმოხალისე“- ინგლისური ენის კურის დასრულდა. სამი თვის განმავლობაში ინტენსიური მეცადნიეობების შემდგომ შემაჯამებელმა ღონისძიებამ ძალიან ამაღელვებლად ჩაიარა, ჩვენ მოხალისეებსა და მათ მოსწავლეებს გაუჭირდათ კურსის დასრულება საბოლოოდ, ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა და მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. განსაკუთრებული მადლობა პროექტმოხალისესერთგულ და თავდადებულ ტრენერებს, როლებიც ინგლისური ენის კურსს უძღვებოდნენ: ნიკა კობერიძეს, მეგი გოდერძიშვილს, მარიამ მურადელსა და მაგი გამსახურდიას. IBSU - კამპუსის გარშემო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. წლების წინ დაახლოებით 200-მა ოჯახმა საკუთარი სახლ-კარი მიატოვა, დღეს მათი სოციალიზაცია შედგა, თუმცა აუცილებელია, გვახსოვდეს ჩვენი წარსული და საკუთარი წვლილი შევიტანოთ იძულებით გადაადგილებულ პირთა განვითარებასა და წინსვლაში. მოხალისეობრივი საქმიანობა არის ის, რაც გვეხმარება, რომ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება სხვა ადამიანებს გავუზიაროთ.