ყოველწლიური ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია

''მოხარული ვარ, რომ ვიღებ მონაწილეობას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მეთერთმეტედ ტარდება. იბსუ ამერიკის საელჩოს დიდი ხნის პარტნიორია და ამ პროგრამის მეშვეობით უნივერსიტეტი ხელს უწყობს ამერიკის შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის გაღრმავებას ქართველ სტუდენტებში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდი ხანია მხარს უჭერს ამ ორ ქვეყანასა და ხალხს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას'' - ელიზაბეთ რუდი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამისა და ამერიკის საელჩოსთან საქართველოში თანამშრობლობით, მე-11 ყოველწლიურ ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კვლევით კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნა. ღონისძიებას დაესწრო, ასევე, კულტურის ახალი ატაშე ჯულიუს ცაი.

კონფერენციას 50-ზე მეტი მომხსენებლი ჰყავდა და ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მულტიდისციპლინარული ხასიათიდან გამომდინარე არაერთ საკითხს შეეხო, როგორიცაა - ამერიკის კულტურა, პოლიტიკა, ისტორია, ქალთა უფლებები და სხვა.