მორიგი დელეგაცია ამერიკიდან

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმის შესასწავლად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მორიგი დელეგაცია ჩამოვიდა. ორკაციანი ჯგუფი (ბრაიან ფულვაიდერი, დევიდ ვილიამ კილგური) საქართველოში, 24-27 სექტმებრის, ჩათვლით რჩება და იბსუს თემაზე სხვადასხვა დონეზე გამართავს შეხვედრებს: შეხვედრა იგეგემება განათლების მინისტრის მოადგილესთან -ალექსანდრე თევზაძესთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან და განათლების კომიტეტის თავჯდომარესთან - მარიამ ჯაშთან.

მათი ვიზიტი ერთგვარი გაგრძელებაა 16-21 სექტმებრის ჩათვლით მყოფი დელეგაციის ვიზიტისა; ექსპერტები და უფლებადამცველები იბსუს საქმეზე ამერიკის დიპლომატიური წრეებისთვის ანგარიშს მოამზადებენ.