"ინფორმატიკის საზაფხულო სკოლა 2018"

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტმა, 16-28 ივნისის ჩათვლით, "ინფორმატიკის საზაფხულო სკოლა 2018"-ს და "არქიტექტურის საზაფხულო სკოლა"-ს უმასპინძლა.

V-XI კლასის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ესწავლათ მათთვის საინტერესო მიმართულებები, მათ შორის გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, ვებპროგრამირება.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა 29 ივნისს დაჯილდოების ცერემონიაზე, მიღებული ცოდნის საფუძველზე, პრეზენტაციები და პროექტები წარადგინეს. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.