ფრედერიკ ლაბარრეს ლექციათა ციკლი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, PfP კონსორციუმში რეგიონალური სტაბილურობა სამხრეთ კავკასიის კვლევის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ფრედერიკ ლაბარრემ 11, 12 და 13 ივნისს, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ლექციათა ციკლი „კანადის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა“ გამართა.

 ლექციების დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.