ვიზიტი კოჟმინსკის უნივერსიტეტიდან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს კოჟმინსკის უნივერსიტეტიდან (ვარშავა, პოლონეთი), საერთაშორისო ბიზნეს კომუნიკაციების განყოფილების უფროსი დოქტ. ჰალინა ვიშნიევსკა ეწვია.

ვიზიტი Erasmus+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შედგა, სადაც ქ-ნ ჰალინა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს და თანამშრომლებს შეხვდა და წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე:„კულტურათაშორისი კომპეტენცია საერთაშორისო ადამიანური რესურსების მართვაში“. ორივე მხარემ განიხილა უახლოეს მომავალში საინტერესო ერთობლივი პროექტების, კვლევების, სემინარებისა და საჯარო ლექციების ჩატარების პერსპექტივები.