ტრენინგი საერთაშორისო სისხლის სამართალში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რენე კასინის ფონდის - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ინიცირებული სამდღიანი ტრენინგი „საერთაშორისო სისხლის სამართალში“ მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა და საერთაშორისო სამართალში, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით უზრუნველყოფას და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თავიდან აცილებას.

უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას ტრენინგის უცხოელ ორგანიზატორმა და პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ფართოდ განიხილეს თემასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კაუპო კენდმა გააცნო სასამართლოს საქმიანობა, დანიშნულება და საქართველოში ფუნქციონირების მნიშვნელობა, ხოლო ელსა ზიმერმა, რომელიც რენე კასინის ფონდის - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პროგრამების სამსახურის თანამშრომელია, მის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე ისაუბრა ვრცლად.