USAID-ის პროექტის G4G

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, USAID-ის პროექტის G4G ფარგლებში, კამელია ბულატის საჯარო ლექცია - „ასოციაციების მნიშვნელობა და მათი განვითარება'' გაიმართა.

ლექციაზე კამელია ბულატმა ისაუბრა ბიზნეს ასოციაცების მნიშვნელობაზე და იმ ნიშნებზე და ელემენტებზე, რაც ბიზნეს ასოციაციებს განასხვავებს კომპანიებისა და საჯარო დაწესებულებებისგან. მან ასევე განიხილა ბიზნეს ასოციაციების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები. საჯარო ლექცია მოიცავდა ჯგუფურ მუშაობასაც.

კამელია ბულატი არის CIPE ექსპერტი და აქვს 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებებთან. მან ტექნიკური დახმარება და მხარდაჭერა გაუწია სამხრეთ აზიის, ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში არსებულ სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებსა და მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებს.