საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის - ზაზა თავაძის საჯარო ლექცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის - ზაზა თავაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „კონსტიტუციური მართლმსაჯულება საქართველოში“.

ღონისძიების ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციების, სტრუქტურისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების მოდელების შესახებ ევროპასა და ამერიკაში.

შეხვედრის ბოლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის განახლდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.