გიგი თევზაძის საჯარო ლექცია - კრიტიკული აზროვნება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში „კრიტიკული აზროვნების სკოლის“ დამფუძნებელის გიგი თევზაძის საჯარო ლექცია „კრიტიკული აზროვნება და მისი აუცილებლობა თანამედროვე სამყაროში“ გაიმართა.

ლექციის ფარგლებში, სტუმარმა შემდეგი თემები განიხილა:

• თანამედროვე განათლება და კრიტიკული აზროვნება;
• კრიტიკული აზროვნება და თანამედროვე საინფორმაციო სივრცე;
• კრიტიკული აზროვნების და თვითიდენტიფიკაციის ისტორია;
• თანამედროვე კრიტიკული აზროვნების მეთოდი და წესები;

ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო და თვითშემეცნებისა, თვითრეფლექსიის კონსტრუირების ძირითადი პრინციპებს შეეხებოდა. ასევე, ამ კუთხით საგანმანათლებლო სისტემის სუსტ მხარეებს და შესაძლო განვითარების გზებს.