„კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში VI ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“ გაიმართა. ღონისძიება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკლურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობით ჩატარდა და მოიცავდა ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და ინტერდისციპლინურ სესიებს.

 გახსნის ცერემონიალის შემდეგ, კონფერენციის მუშაობა გაგრძელდა 3 სასესიო სხდომაზე და დაყოფილი იყო თემების მიხედვით, რომლის ფარგლებშიც მოხსენებები წარადგინეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა. კონფერენციის მსვლელობას თვალს ადევნებდნენ აკადემიური კომისიის წევრები შესაბამისი დისციპლინებიდან, რომელთა შეფასების საფუძველზე თითოეულ სესიაში გამოვლინდა გამარჯვებული ნაშრომის ავტორი. გამარჯვებულებმა სერთიფიკატებთან ერთად მიიღეს წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი. სტუდენტური კონფერენცია ერთდღიანი იყო და მიზნად ისახავდა სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებში ცოდნის ამაღლებას, მომავალი ლიდერებისა და მკვლევრების შეკრებას, რაც ხელს შეუწყობს დიალოგის პროცესს კავკასიის რეგიონულ სტაბილურობაზე. კონფერენცია მიმდინარეობდა ქართულ და ინგლისურ ენებზე.