ბულგარეთის ელჩის ლექცია იბსუში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი დესისლავა ივანოვა ეწვია. ელჩს სამართლის პროგრამისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ევროინტეგრაცია, საქართველოში არსებული გამოწვევები და მიმდინარე მოვლენები. სტუმრებთან ერთად, დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც.

ღონისძიება პროექტის „ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ, რომელსაც დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED) აფინანსებს.