''ინოვაციების ბანაკი''

''ჯუნიორ ეჩივმეტ საქართველომ'' საქართველოს ეროვნულ ბანკთან და იბსუსთან თანამშრომლობით, გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, ინოვაციების ბანაკი გამართა. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ისეთი უნარების ჩამოყალიბებაა, რაც მათ მომავალში ფულის სწორად მართვასა და დაზოგვაში დაეხმარებათ. 

ინოვაციების ბანაკი - ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 6 საათიანი ღონისძიება, სადაც 9-დან 12 წლამდე მოსწავლეები (მეთორმეტე კლასელი მენტორებით) 7 სხვადასხვა საჯარო/კერძო სკოლიდან თავს იყრიან კონკრეტული გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ოჯახის ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტური მეთოდები. გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდა სიმბოლური საჩუქრებით; ღონისძიების ყველა მონაწილეს კი გადაეცა 123 ქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატი ''ინოვაციების ბანაკში'' მონაწილეობისათვის.