საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო სტუდენტებთან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა საორიენტაციო შეხვედრა მოაწყო საერთაშორისო სტუდენტებთან. ღონისძიებას ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი დაესწრო 24 სხვადასხვა ქვეყნიდან. (იბსუში სულ 27 ქვეყნის 140 სტუდენტი სწავლობს).

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა საერთაშორისო სტუდენტებს პრეზენტაციის სახით გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტისა და საქართველოს შესახებ. შეხვედრის შედეგად სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ ერთმანეთი.