სასკოლო ოლიმპიადა 2018

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იბსუს სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა სკოლის მეთორმეტე კლასელმა მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადა გაიმართა ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებში.

ტექნიკური მიმართულება მოიცავდა 3 საგანში ტესტირებას: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა. ჰუმანიტარული მიმართულება, ასევე, 3 საგანს : ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.

ტესტირების პასუხები 2 კვირაში იქნება ცნობილი.