სტუმარი ამერიკიდან განათლების ფაკულტეტზე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ფაკულტეტემა აშშ-ს საელჩოს მიერ მოწვეულ მაიორ ლესლი ჩენდლერს უმასპინძლა, რომელიც ათი წელია ჯორჯიის შტატის ეროვნული უსაფრთხოების არმიაში კაპლანად მსახურობს.

 სტუმარმა სტუდენტებს გაუზიარა არმიაში თავისი მოვალეობები, რაც გულისხმობს მეცადინეობის ჩატარებას ჯარისკაცებთან შეუპოვრობის, კომუნიკაციის, კონფლიქტის გადაჭრის, მიზნის დასახვის, რეინტეგრაციის, დროის განაწილების შესახებ. ამავდროულად, კონსულტანტის მისიას, რაც მიმართულია სხვა ლიდერებთან ერთად ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დახმარება და გამხნევება. სტუდენტების მიერ დასმული კითხვების შემდეგ ძალიან საინტერესო დიალოგი-დისკუსია გაიმართა.